სამცხე-ჯავახეთში ტრაილერი ბავშვს დაეჯახა

გოგონას მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ მას რეანიმობილით თბილისში გადაიყვანენ.
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ახალქალაქის რაიონის სოფელ სულდაში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) ტრაილერი შვიდი წლის ბავშვს დაეჯახა - ის გადარჩა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ტელეარხის ცნობით, მშობლებმა ბავშვი კლინიკაში წაიყვანეს და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გოგონას მდგომარეობა კრიტიკული არ არის, მაგრამ მას რეანიმობილით თბილისში გადაიყვანენ.
სოფლის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა აცხადებს, რომ ტრაილერები ყოველთვის დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან სოფლის გავლით. მათი თქმით, ყოველთვის არის ავარიის საშიშროება.
წყარო - „მთავარი არხი“