თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან ავარია მოხდა, სამი მამაკაცი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლამდე მამაკაცია, ის პანკისის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის შვილი გებიშ ხანგოშვილია.
ტელეარხის ცნობით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ხანგოშვილს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ისინი ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობენ. როგორც ექიმები აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წყარო - „პირველი არხი“