ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევა საქართველოში: რამდენი ჯარიმა გამოიწერა ერთ წელიწადში

ყველაზე მეტი ჯარიმა გამოწერილია უფასო სასადილოების შემოწმების შედეგად
Sputnik
თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს კონკურენციის სააგენტომ, გარკვეული ფაქტების შესწავლის შედეგად 58 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმები გამოწერა, ნათქვამია სააგენტოს წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.
ანგარიშის თანახმად, უფასო სასადილოების შემოწმების შედეგად სააგენტომ ორ კომპანიას ჯამში 40 ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერა.
ჯარიმის მიზეზია - კომპანიების შეთანხმებული ქმედება სახელმწიფო შესყიდვებში, რაც ბაზრის ტერიტორიების გადანაწილებაში აისახა.
კიდევ ერთი, 2.750 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოუწერეს სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედ 5 კომპანიას - საქმიან და კომერციულ ურთიერთობებში სერტიფიკატისა და ლოგოს უკანონო გამოყენების გამო.
სააგენტომ ასევე გამოუწერა ერთ კომპანიას ჯარიმა (15 ათასი ლარი) შეუტყობინებელი კონცენტრაციისთვის.
სააგენტომ 2021 წელს დაიწყო შემოწმება ორ საქმეზე: ქვემო ქართლის რეგიონში თარჯიმანთა ბიუროში კონკურენციის შესახებ და სადაზღვევო კომპანიის და ჰოსპიტალური სექტორის შერწყმაზე (კონცენტრაცია).
ჯარიმების გამოწერის გარდა, 2021 წელს სააგენტომ დაიწყო ორი ბაზრის კვლევა, კონკურენციის საკითხზე ჩაატარა რამდენიმე კვლევა და ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გასაუმჯობესებლად 14 რეკომენდაცია გასცა.
წყარო - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში