ყვითელი ამბები

ქეთა თოფურია ქმართან ერთად მოტოციკლით სეირნობს - ვიდეო

ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა.
Sputnik
ბიზნესმენ ლევ დენგოვის დაბადების დღის მერე, როგორც ჩანს, ქართველმა მომღერალმა ქმართან ერთად დასვენების დღეები მოიწყო. უახლეს ვიდეოში ქეთა თოფურია ქმართან ერთად მოტოციკლით სეირნობს.
წყვილი, სავარაუდოდ, ლევ დენგოვის მშობლებთან იმყოფება სტუმრად. ოჯახი მწვანეში ჩაფლულ ბუნებაში ცხოვრობს მინსკის გარეუბანში.
ქეთა და ლევი ორი წლის წინ დაქორწნდნენ. წყვილს საერთო ვაჟი - ადამი ჰყავს. ლევის ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბანდია. 1984 წელს არის დაბადებული ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. ბავშვობა გაატარა სოფელ კრაისკში. მამა მეწარმეობით იყო დაკავებული, დედა კი ხატვის მასწავლებელი სკოლაში. დაამთავრა რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო აკადემია იურისპრუდენციის განხრით. შემდეგ გერმანიის მაინცის უნვერსიტეტში სწავლობდა.
ყვითელი ამბები
„შალახო“ და ქართული სიმღერები - ლევ დენგოვის გრანდიოზული დაბადების დღე - ვიდეო
მცირე ხანს პოპმუსიკითაც იყო დაკავებული – მუსიკალური კოლექტივი „არბატი" შექმნა, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ დიდ რუსულ დიასპორაზე იყო გათვლილი. ბენდი კარგად წაიყვანა წინ, პოპულარობა მოუტანა და მერე წარმატებით გაყიდა – ასე იშოვა პირველი სოლიდური თანხა. სწორედ ამ თანხით დაიწყო მისი ბიზნესი.