ყვითელი ამბები

„სუპერ მაგარ სააგენტოსთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი...“ - ნუკი კოშკელიშვილი

Sputnik
მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი დაბადების დღეს აღნიშნავს და აქვეყნებს ახალ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელსაც აქტიური შეხება აქვს ჰოლივუდურ კინოინდუსტრიასთან.
ყვითელი ამბები
„მაჭანკალიც გავხდი“ - ნუკი კოშკელიშვილმა გაცნობის აპლიკაცია შექმნა

„არც მეტი და არც ნაკლები, სუპერ მაგარ სააგენტოსთან მოვაწერე კონტრაქტს ხელი. აი ისეთთან, სულ რომ „ეიჩბიოებში“ და ჰოლივუდებში მუშაობს. აი ისეთში ზესუპერ ვარსკვლავებს რომ წარმოადგენენ. მოკლედ, თავს თუ არ შეიქებ, სხვა არ შეგაქებსო. მერე რა, რომ 30-ს გადავაცილე, ცხოვრება ახლა იწყება“, – დაწერა ნუკიმ.

მსახიობი რამდენიმე წელია გათხოვების შემდეგ ამერიკაში ცხოვრობს. ნუკი ექიმ ბენ ხაიმზეა დაქორწინებული და პატარა ვაჟს ოლივერს ზრდის.