ყვითელი ამბები

„საუკეთესო პერიოდი მაქვს, მე ის ძალიან მიყვარს...“ - ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკზე საუბრობს

Sputnik
ჯენიფერ ლოპესის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Halftime-ის პრემიერის შემდეგ არტისტი მიწვეული იყო გადაცემაში „დილა მშვიდობისა ამერიკა“, სადაც საოცრად დახვეწილი იმიჯით მივიდა.
გადაცემაში მან საქმროზე ბენ აფლეკზე ბევრი ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა მას ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი აქვს.

„ახლა მე საუკეთესო პერიოდი მაქვს, მე ის ძალიან მიყვარს. აღფრთოვანებული ვარ ბენით და იმ იდეით, რომ ოჯახს ვქმნით. მე მომწონს ჩემი კარიერა, საქმიანობა, მაგრამ იმაზე სრულყოფილი შეგრძნება არ არსებობს, ვიდრე საშუალება, შექმნა ოჯახი ადამიანთან, რომელიც სიგიჟემდე გიყვარს და რომელიც შენი და ოჯახის ერთგულია“, – ამბობს ჯეი ლო.