ყვითელი ამბები

ასე ერთობა ანუკი არეშიძე სამსახურში - დიზაინერი ვიდეოს აქვეყნებს

Sputnik
დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს ფოტო-ვიდეომასალას.
არეშიძე ყველაზე ხშირად შვილების, ან საკუთარი ხელით შექმნილი მოდელების ფოტო-ვიდეომასალებს პოსტავს, თუმცა ამჯერად დედაქალაქის მერის მეუღლე განსხვავებულ ვიდეოს გვიზიარებს.
ანუკი არეშიძე TikTok-ის ტრენდს აჰყვა და მეგობრებთან ერთად სამსახურში ცეკვა დადგა. თუმცა იქვე წერს, რომ „მიუხედავად ამისა, უამრავი საქმე აქვთ“.