გამოთხოვება გენიოსთან: თბილისი რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დაემშვიდობა

თბილისში ცნობილ ქართველ რეჟისორს, რუსეთისა და საქართველოს სახალხო არტისტს თემურ ჩხეიძეს დაემშვიდობნენ. ნახეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო.
Sputnik
საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე თემურ ჩხეიძე 5 ივნისს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიმართა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო ჩხეიძე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. რეჟისორთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ სახელმწიფოს პირველი პირები, პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეები.
გამოჩენილი ქართველი რეჟისორი 9 ივნისს თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.