ყვითელი ამბები

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის „გომოსექსუალისტი“ - ვისთან ცეკვავს გივი სიხარულიძე - ვიდეო

Sputnik
ახლახან TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოში კოლორიტად აღიარებული გივი სიხარულიძე ენერგიულად ცეკვავს მომხიბვლელ ქალბატონთან ერთად.
ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. მოგვიანებით მსახიობმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ქალი, რომელთანაც ცეკვავს, 32 წლის ვაჟკაცის დედაა.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის „გომოსექსუალისტი“, ძალიან ცდება, ეს არის მშენიერი დედიკო“, – ამბობს გივი სიხარულიძე.
აღმოჩნდა, რომ მსახიობის პარტნიორი მაკა ხიზანიშვილია, რომელიც ფიტნეს-ინსტრუქტორია და მისი სპორტული აღნაგობაც სწორედ მისი პროფესიის დამსახურებაა. მაკა მოტოციკლებითაც არის გატაცებული.