მსოფლიო დღეს

გაზის ფასი ევროპაში ბირჟის გახსნისთანავე ავარდა 130 დოლარით - დასახელდა გაძვირების მიზეზი

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ლონდონის ბირჟა ICE-ზე ვაჭრობისას ევროპაში გაზის ფასი თითქმის 12%-ით იზრდება და ათას კუბურ მეტრზე 1000 დოლარს უახლოვდება, ნათქვამია ბირჟის მონაცემებში.
ფასების ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის უმსხვილესი გაზის გამთხევადებელი ქარხნის გაჩერების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, 9 ივნისს ამერიკულ ქარხანა Freeport LNG-ზე აფეთქება მოხდა, რის გამოც საწარმო სამი კვირით დაიხურება. აღნიშნული ქარხანა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად გაზს აწარმოებდა დღე-ღამეში, რაც აშშ-ის მთლიანი ყოველდღიური მიწოდების დაახლოებით 30%-ია.
Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის პირველ ოთხ თვეში თავისი თხევადი გაზის თითქმის სამი მეოთხედი გაგზავნა ევროპაში.
ევროპის რამდენიმე ქვეყანა — პოლონეთი, ნიდერლანდი, დანია, ბულგარეთი და ფინეთი ვეღარ იღებენ გაზს რუსეთიდან, ვინაიდან მათ უარი თქვეს რუსული ბუნებრივი აირის საფასურის რუბლით გადახდაზე.