თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები, აწესებდნენ რა ანტირუსულ სანქციებს, მიიჩნევდნენ, რომ რუსეთის პარტნიორები ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (EAEU) დაშინდებოდნენ, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულმა ზომებმა ეს გეგმები ინიციატორებისავე წინააღმდეგ მიმართა, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.
„სანქციებით ზეწოლა მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის შესუსტებას. სანქციების ავტორები ელოდებიან, რომ ამ ზომებმა უნდა შეაშინოს ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნები რუსეთთან თანამშრომლობის გამო, დაარღვიოს ჩვენი კავშირები და მთლიანობაში ეს მოიტანს იმას, რომ ევრაზიული რეგიონი ვერ შეძლებს დამოუკიდებელ სუბიექტად იმოქმედოს ეკონომიკური ინტეგრაციის გზით“, — განაცხადა ოვერჩუკმა კონფერენციაზე „ყაზახეთი და რუსეთი. ევრაზიული კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური სფეროები“.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, მთავრობისა და რუსეთის ბანკის მიერ მიღებული ზომების წყალობით ეკონომიკური ომი რუსეთის წინააღმდეგ „არ წარიმართა იმ გეგმის მიხედვით, ვინც ის გააჩაღა“.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი — რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია უზრუნველყოს საქონლის, ასევე მომსახურების, კაპიტალისა და მუშახელის გადაადგილების თავისუფლება და კოორდინირებული, შეთანხმებული ან ერთიანი პოლიტიკის წარმართვა ეკონომიკის სექტორებში. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი.