ტესტი: ორი შეკითხვა ინტელექტის დონის შესაფასებლად

გთავაზობთ ფსიქოლოგიური ტესტის ორ შეკითხვას. ვნახოთ, რამდენად დაემთხვევა თქვენი შედეგები მაღალი IQ-ს მქონეთა პასუხებს.
Sputnik
2016 წელს ცნობილმა ევოლუციურმა ფსიქოლოგებმა სატოში კანაზავუმ და ნორმან ლიმ კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს დასახლების სიმჭიდროვე ადამიანზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს გამაოგნებლად ერთნაირი პასუხები ჰქონდათ ტესტზე.
ჩვენ ქვემოთ ორ შეკითხვას გთავაზობთ ტესტიდან. ვნახოთ, რამდენად დაემთხვევა თქვენი შედეგები მაღალი IQ-ს მქონეთა პასუხებს.
გაფრთხილებთ: ტესტი სუბიექტურია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ადამიანი ერთიან სტანდარტში არ ეწერება.
შეგიძლიათ იცხოვროთ მჭიდროდ დასახლებულ მეგაპოლისში?

1. არა, ბევრი ხალხი გარშემო ძალიან მძაბავს

2. ჩემთვის სულ ერთია, ყველგან კომფორტულად ვგრძნობ თავს

განიცდით თუ არა დისკომფორტს, მარტოობასა და ნაღველს, თუ ყოველდღე ვერ ახერხებთ მეგობრებთან ურთიერთობას?

1. უფრო კი

2. უფრო არა

ტესტის შედეგები

1.
თუ ორივე შეკითხვაზე პასუხად № 1 ვარიანტები აირჩიეთ, დიდი ალბათობით, თქვენი პიროვნული „ბედნიერების ინდექსი“ მაღალი დონისაა.
2.
თუ ორივე შეკითხვაზე პასუხად № 2 ვარიანტები აირჩიეთ, ე.ი. ტიპიური მაღალი IQ-ს მფლობელი ადამიანი ბრძანდებით.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მაღალი ინტელექტუალური უნარების მქონე ადამიანები უკეთ ერგებიან ევოლუციურ ამოცანებს და უფრო სწრაფად ადაპტირდებიან ახალ გარემოსთან. სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანები იოლად იტანენ დიდი ქალაქების სტრესულ გარემოს და მეგობრების მხარდაჭერა დიდად არც სჭირდებათ. ისინი მეტად თვითკმარი ადამიანები არიან და საკუთარი ძალებით შეუძლიათ თავის გადარჩენა.
თუ ორი შეკითხვიდან პასუხებად სხვადასხვა ვარიანტები აირჩიეთ, ე.ი. ბედნიერებასა და ინტელექტს შორის ჰარმონია გაქვთ ნაპოვნი.