16 მედალი და გუნდური პირველობა - ქართველი ვეტერანების წარმატება ძიუდოში

ვეტერანმა ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპირველობაზე 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში ვეტერან ძიუდოისტთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 16 მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 20 ვეტერანი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და მათ ტურნირზე 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.
ამასთან, ქართველმა ვეტერანებმა ტურნირის ბოლო დღეს გუნდური პირველი ადგილიც აიღეს.
საბერძნეთში მოპოვებული დიდი გამარჯვების შემდეგ ქართველი ვეტერანი ძიუდოისტები სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ, აეროპორტში მათ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.