ყვითელი ამბები

„მნიშვნელოვანი მისიით ხარ მოსული ამ ქვეყნადო“ - რა უთხრა მიხეილ ცაგარელმა ბაბი კირკიტაძეს

Sputnik
ტელეწამყვანმა და მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ გაამხილა, რა უთხრა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში სტუმრობისას. როგორც აღმოჩნდა, ასტროლოგმა ბაბის უწინასწარმეტყველა, რომ დაახლოებით ორ წელიწადში გათხოვდება.

„ეთერამდე შემხვდა, შემომხედა და მითხრა, ერთი-ორი წელი არ გინდა არაფერიო. დავინტერესდი, რატომ-მეთქი და მიპასუხა, ახლა იფურჩქნები შენ, ამიტომ ჯერ დაიცადეო. პირად რუკაშიც ასე აღმოჩნდა, რომ 29-30 წლის შემდეგ გავთხოვდები. ასე რომ, ორ წელიწადში დაიწყე ფიქრი ამ თემაზე, ჯერ არ გინდაო“, – ამბობს ბაბი რადიო „ფორტუნასთან“.

ყვითელი ამბები
„მალე დავშორდით...“ - ბაბი კირკიტაძე საყვარელ ადამიანზე საუბრობს
აღმოჩნდა, რომ მას ასტროლოგიის სჯერა.

„პირადი რუკის დეტალურად განხილვა ყოფილა აუცილებელი, მე კი მას მერე ბატონი მიშა აღარ მინახავს. მითხრა, რომ ძლიერი გოგო ვარ და საინტერესო რუკა მაქვს, მნიშვნელოვანი მისიით ხარ მოსული ამ ქვეყნადო. ჯერ არ ვიცი, რა არის ეს მისია. რუკას რომ გავშიფრავთ ბოლომდე, მერე გეტყვით“, – ამბობს მუსიკოსი.