მსოფლიო დღეს

ტრაგედია ირანში: სამგზავრო მატარებლის ავარიას ხალხი ემსხვერპლა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. ირანში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არიან დაშავებულები და დაღუპულები, უწყება სააგენტო ISNA.
გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ თებესიდან იეზდისკენ მიემართებოდა.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 13 ადამიანი, დაშავდა 50 მგზავრი.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და ვერტმფრენი გაგზავნეს.
ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისათვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.