ყვითელი ამბები

ლეონარდო დი კაპრიომ მამა და ალ პაჩინო სასეირნოდ წაიყვანა - ფოტოები

Sputnik
ლეონარდო დი კაპრიომ გასული უქმეები ძალიან საინტერესოდ გაატარა. მან საკუთარი მამა, ჯორჯ დი კაპრიო და ლეგენდარული მსახიობი ალ პაჩინო სასეირნოდ წაიყვანა.
მათ დრო მალიბუს სანაპიროზე გაატარეს. ფოტოები მალე ინტერნეტ-სივრცეს ვირუსულად მოედო.
47 წლის ლეო სპორტულ ფორმაში იყო, მას ცისფერი შორტი და მაისური ეცვა, 82 წლის ალ პაჩინო კი მუქ ლურჯ შარვალსა და პერანგში იყო გამოწყობილი.
ლეონარდო რამდენიმე წელია ალ პაჩინოს გერს კამილა მორონეს ხვდება. დი კაპრიო და მორონე ოჯახებით წლებია მეგობრობენ. თანაც, ლეონარდო და ალ პაჩინო საკმაოდ ახლო მეგობრები არიან, ამიტომ სანამ მოდელის დედა და ალ პაჩინო ერთად იყვნენ, მსახიობი ხშირად სტუმრობდა კამილას ოჯახს.