ყვითელი ამბები

მწვანე ბოდე და შორტი - შეუდარებელი ჯულია რობერტსი სანაპიროზე გადაიღეს

ნიუ-იორკში ახალ ფილმს იღებენ ჯულია რობერტსის მონაწილეობით.
Sputnik
„დატოვე მსოფლიო შენ მიღმა“ – ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომლის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. მთავარ როლს 54 წლის ჯულია რობერტსი შეასრულებს, პარტნიორობას კი მას 51 წლის ითან ჰოუკი გაუწევს.
ინტერნეტ-სივრცეში გადასაღები მოედნიდან უახლესი ფოტოები გავრცელდა. ჯულია სანაპიროზე სეირნობს თავის კინო-მეწყვილესთან ითან ჰოუკთან და ორ ბავშვთან ერთად, რომლებიც წყვილის შვილებს განასახიერებენ.
54 წლის ჯულია, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურება, მან ამჯერად ჯინსის მოკლე შორტი მოირგო, რომელსაც მწვანე ბოდე და მუქი ლურჯი პერანგი შეუხამა.