ყვითელი ამბები

ჯონი დეპის პირველი ვიდეო TikTok-ზე და ემბერ ჰერდის მწვავე რეაქცია

Sputnik
როგორც ცნობილია, ჯონი დეპი სასამართლო პროცესში გამარჯვების შემდეგ TikTok-ზე დარეგისტრირდა. მალევე მან მილიონობით ხელმომწერი მოაგროვა. სულ ცოტა ხნის წინ კი პირველი ვიდეოც გაავრცელა, სადაც მხარდამჭერების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

„ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ სვლას წინ“, – ასე დაასათაურა ვიდეო ჯონი დეპმა.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა ემბერ ჰერდს და ჯონი დეპის ვიდეოზე მწვავე რეაქციაც გამოხატა. ის აცხადებს, რომ ქალთა უფლებები რეგრესს განიცდის.

„რადგან ჯონი დეპი აცხადებს, რომ სვლას აგრძელებს წინ და წინ, შესაბამისად, ქალთა უფლებების მნიშვნელობა მიდის სულ უფრო უკან და უკან“, – თქვა ჰერდმა.