ყვითელი ამბები

Queen-მა ფრედი მერკურის მიერ შესრულებული აქამდე უცნობი კომპოზიცია იპოვა

Sputnik
ლეგენდარული ჯგუფი Queen-ის წევრები აცხადებენ, რომ ფრედი მერკურის შესრულებით აქამდე უცნობი კომპოზიცია იპოვეს და მას აუცილებლად გაავრცელებენ.
ქარიზმა, ექსპრესია, ხმა — ფრედი მერკური მუსიკის გარეშე
მუსიკოსებმა ჩანაწერი თავიანთ არქივებში აღმოაჩინეს. სიმღერა 1989 წელს არის ჩაწერილი.

„ჩვენ ფრედის პატარა მარგალიტი აღმოვაჩინეთ, რომლის შესახებაც აღარაფერი გვახსოვდა. ეს საოცრებაა და მას სავარაუდოდ სექტემბერში მოისმენთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე ფრედი ათობით მსოფლიო ჰიტის ავტორია. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. მუსიკოსი შიდსის ფონზე განვითარებული პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.