გაქცეული პატიმარი სასამართლოს ეზოშივე დააკავეს

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმარი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაკავებული პირი სასამართლოში ისნის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებს ჰყავდათ მიყვანილი. სასამართლოს ამ პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელა.
„TV პირველის“ ინფორმაციით, პატიმარი მანქანიდან გადმოხტა და გაქცევა სცადა, მაგრამ ის სასამართლოს ეზოშივე დააკავეს.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.