საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, იუწყება ქართული მასმედია.
კერძოდ, ძლიერი წვიმის გამო გაჩენილმა ნიაღვრებმა საავტომობილო გზების ნაწილი და ავტომობილები დატბორა. ასევე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ნიაღვარმა ქვა-ღორღი ჩამოშალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო პრობლემები შეიქმნა მიმდებარე სოფლებშიც. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები. სოფელ ნავდარაანთკარში კი მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.