ყვითელი ამბები

სოციალურ ქსელებში ლილიბეტის ახალი ფოტო ვრცელდება - ნახეთ ვის ჰგავს გოგონა

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა პატარა ლილიბეტის ახალი ფოტო გაავრცელეს.
Sputnik
სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთი ქალიშვილის ლილიბეტის ფოტო გამოაქვეყნეს, მისი პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის პატარა გოგონა, რომელსაც დედოფლის სახელი ჰქვია, ღია ცისფერ კაბაშია გამოწყობილი და თეთრი თავსაბურავიც ამშვენებს.
როგორც ჩანს, ლილიბეტს მამის თმის ფერი და ცისფერი თვალები ერგო მემკვიდრეობით. გაღიმებული პატარას სურათი გადაღებულია სასექსის ჰერცოგის ისტორიული სახლის ეზოში, უინძორში.