COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 0,49%.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (30 მაისი – 5 ივნისი) კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.658.240 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 514 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.640.802).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.835 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 103.529 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 93.577, PCR–ტესტით – 9.952.
ამ დროისათვის ქვეყანაში 577 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 0,49%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 322
იმერეთი – 68
ქვემო ქართლი – 22
აჭარა – 20
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 19
გურია – 18
სამცხე-ჯავახეთი – 11
შიდა ქართლი – 10
კახეთი – 8
მცხეთა-მთიანეთი – 7
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.