ღონისძიება თბილისში ყოველწლიურად იმართება 1991 წლის 6 ივნისიდან. ამ წლების განმავლობაში თბილისში ალექსანდრ პუშკინის დაბადების დღის აღნიშვნის გარკვეული ტრადიცია ჩამოყალიბდა — ღონისძიების მონაწილეები პოეტის ლექსებს სხვადასხვა ენაზე კითხულობენ.
წელს პუშკინის შემოქმედება თბილისში ქართულ, ბელორუსულ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ბულგარულ, ბერძნულ და სხვა ენებზე აჟღერდა.