„სასწრაფოს“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს - ვიდეო

გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა, პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა მოაწყვეს და ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.
Sputnik
დემონსტრანტებმა ჯანდაცვის სამინისტროს წინ მიტინგი გამართეს და უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვეს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსვლელობასა და მიტინგში სასწრაფო დახმარების მხოლოდ ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, რომლებიც დღეს არ მუშაობდნენ. მაგრამ თუ მედმუშაკებს ხელფასები არ გაეზრდებათ, ისინი მზად არიან, პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს მიმართონ.