თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კალოუბნის, საცხენისის, თრიალეთის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბურძგლას, ცაგარელის, შმიდტის, დოლიძის, ქაფიანიძის, ბზვანელის, ბოლქვაძის, ბერბუკის, ასლანიდის, ალმასიანის, პანკისის, ბალანჩივაძეების, ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ხახანაშვილის, ივერიელის, ქურხულის, მუკუზნის, გუთნის, კვეზერელის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, უორდროპის, ჯავადის, ჩოლოყაშვილის, ლაისტის, მეგობრობის, ნინიძის, გუდარეხის და წულაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო ღრმაღელეს მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IX, X, XI კვარტლების, თემქის დასახლების IV, XI მიკრორაიონების, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, შატილის, ურეკის, ხევძმარის, თემქის, რჩეულიშვილის, ბარამიძის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, თიანეთის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ბობ უოლშის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევძმარის, შეშელიძის, სარაჯიშვილის, ხარაძის, ხიზამბარელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.