ყვითელი ამბები

„მართლა არ ვიცი რით დავიმსახურე“ - ნუკი კოშკელიშვილს საოცარი სიურპრიზი მოუწყვეს

Sputnik
მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი მეუღლის ძმის ცოლს გვაცნობს და მას მადლობას საჯაროდ უხდის. როგორც ნუკი ამბობს, მას ოჯახის წევრები და განსაკუთრებით ბენის ძმისცოლი სიურპრიზებით ანებივრებენ.
„მალე ჩემი დაბადების დღეა და მართლა არ ვიცი რით დავიმსახურე, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ისეთ ზღაპარში გამატარებინეს ბოლო ორი დღე, რომ არც კი ვიცი რა ვთქვა. რა მაგარია ყურადღება, არა? ფოტოზე ჩემი რძალია, ბენის ძმის ცოლი, რომელიც ორი წელი ზედიზედ საუკეთესო სიურპრიზებს მიკეთებს. მოკლედ, უნდა გამეზიარებინა, მადლობა“, – დაწერა ნუკიმ და ფოტოებიც გამოაქვეყნა.