ყვითელი ამბები

„გავიღვიძეთ და...“ - ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

პოპულარული წყვილი რამდენიმე თვეა ბრაზილიაში ცხოვრობს.
Sputnik
პოპულარულ მუსიკოსს ბერა ივანიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ბერამ სოციალურ ქსელში დაწერა და ტესტის ფოტო გამოაქვეყნა. უცნობია აქვს თუ არა ვირუსი მათ პატარა შვილს ბერუკას.
მუსიკოსი კორეაში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ ამჯერად ბრაზილიას სტუმრობს. ბერა სოციალურ ქსელებში აქვეყნებს ვიდეოებს და ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ოჯახთან ერთად ამ ქვეყანაში არაჩვეულებრივ დროს ატარებს.