ისანი-სამგორის მცხოვრებთა ნაწილი უწყლოდ დარჩება

GWP ახორციელებს საჭირო ტექნიკურ სამუშაოებებს წყალსადენის ქსელზე, რაც მომავალში რაიონის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, აცხადებენ კომპანიაში.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თბილისში ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 12 საათით შეუწყდება – 7 ივნისის 21:00 საათიდან 8 ივნისის 09:00 საათამდე. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, GWP ახორციელებს საჭირო ტექნიკურ სამუშაოებებს წყალსადენის ქსელზე, რაც მომავალში რაიონის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის IV მიკრორაიონს, ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, მუსხელიშვილის და სხვა ქუჩებს და წულუკიძის III-IV შესახვევებს, ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, რომელთა მცხოვრებლებიც უწყლოდ დარჩებიან, კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.