ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეების აქცია თბილისში, ევროკავშირის ოფისთან - არიან დაკავებულები

პოლიციამ აქციის ადგილიდან რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორგანიზაცია „ქართული იდეის“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი წაიყვანა.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა და „პრაიდ–დროშის“ (დროშა ცისარტყელას ფერებში) დაწვა სცადა.
პოლიციის თანამშრომლებმა მათ დროშის დაწვის ნება არ მისცეს, რის შემდეგაც დაიწყო ადამიანების დაკავება.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქცია ევროკავშირის ოფისთან
პოლიციამ აქციის ადგილიდან რამდენიმე ადამიანი წაიყვანა. მათ შორის არის ორგანიზაცია „ქართული იდეის“ დამაარსებელი გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ლგბტ–საზოგადოების მხარდამჭერი ნებისმიერი ღონისძიების ჩატარებას აქტიურად ეწინააღმდეგება.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაკავებულია ექვსიდან ათამდე ადამიანი.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქცია ევროკავშირის ოფისთან
აქციის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერებით: „არა ევროსოდომს“, „ყველა სამარცხვინო ლგბტ ელჩი გაძევდეს საქართველოდან“, „ლგბტ–ელჩებო, შორს ბინძური ხელები ჩვენი ბავშვებისგან“.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ევროპელი დიპლომატების მხრიდან თბილისში ლგბტ–საზოგადოების მომხრეების მიერ ე.წ. პრაიდის კვირეულის ჩატარების წაქეზებასა და ამაში ჩარევას.
ლგბტ–თემის მოწინააღმდეგეთა აქცია ევროკავშირის ოფისთან
ევროკავშირის ოფისთან პოლიცია კვლავ მობილიზებულია.