თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ჯაფარიძის, ხომლის, ჭილაიას და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ლორთქიფანის, ჩხეიძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, VII მიკრორაიონების, ქერჩის და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), პოლიციის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, გრიბოედოვის, ბესიკის, სულხან-საბას, ინგოროყვას, ლეონიძის, თაბუკაშვილის, კვალის, გერცენის, ქუთათელაძის და მესხიას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), როსტომაშვილის, ჩოხელის, ბალადინის, წულაძის, ბაქარაშილის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, პატარძლეულის, დოლაბაურის, გელოვანის, ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და უჯარმი ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.