რამდენიმე ათეული წლის წინ ნიუ-იორკელმა თინეიჯერებმა ღამით ფარულად დაიწყეს მატარებლების, მეტროს ვაგონებისა და სახლის კედლების მოხატვა. მიიჩნევა, რომ გრაფიტი, ამჟამინდელი გაგებით, ხელოვნების მრავალი ჟანრის მსგავსად, სპონტანური პროტესტის ფორმით ჩაისახა.
უფრო კი ჟანრს საპროტესტო ბუნებას ანიჭებდა საზოგადოების ერთგულება ფორმალური წესრიგის შაბლონებისადმი და პოლიციის მასიური ნადირობა იატაკქვეშა მხატვრებზე. მისი ეფექტი მოულოდნელი, თუმცა პროგნოზირებადი აღმოჩნდა: გაიაზრეს რა, რომ საღებავი სპრეებით შეიარაღებული ნიჭიერი ახალგაზრდების დევნა უაზრობა იყო, გრაფიტი თანდათანობით აღიარეს ხელოვნებად — ქუჩის ხელოვნებად.
თბილისში გრაფიტი შედარებით ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, ოღონდ უკვე არა როგორც პროტესტის ფორმა. Sputnik-ის რეპორტიორი თავისი ფოტოებით შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მოხატული კედლის დანახვა ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე თაბაშირჩამორეცხილი ნაცრისფერი ბლოკებისა...