პავილიონი „კოსმოსი“ და წითელი მოედანი: მარიუპოლელ ბავშვებს დღესასწაული მოუწყვეს

Sputnik
სერგეი ლესკოვი
ექსკურსიები, ვიდეო კლიპის გადაღება, გასეირნება მუზეუმში და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. დონბასიდან მოსკოვში ჩასულმა ბავშვებმა ამ შაბათ-კვირას ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ინტერნაციონალური სალამი რუსეთიდან

სპეციალურად მარიუპოლელი ბავშვებისთვის და მოსკოვში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მათი თანატოლებისთვის, რუსეთის ხალხთა სახლის ორგანიზებით დიდი კულტურული პროგრამა მოეწყო.
პირველი ადგილი, რომელიც აქციის ახალგაზრდა მონაწილეებმა მოინახულეს, იყო „ვედეენხას“ კომპლექსი, სადაც ხალხთა მეგობრობის შადრევანთან ბავშვებმა ვიდეოკლიპი გადაიღეს.
მათ სხვადასხვა ენაზე: მოლდოვურად, სომხურად, ყაზახურად, უკრაინულად, ლიტვურად თუ რუსულად, სირიელი თანატოლებისთვის ვიდეომისალმება ჩაწერეს. შემდეგ კი პავილიონი „კოსმონავტიკა და ავიაცია“ მოინახულეს.
რა ხდება ცაში, ბავშვებს სსრკ-ისა და რუსეთის გმირმა, ცნობილმა მფრინავ-კოსმონავტმა სერგეი კრიკალევმა მოუთხრო. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ მან ბავშვებს უსურვა, „ბევრი იოცნებონ, არასოდეს დანებდნენ და იარონ წინ“.

ოცნებები ხდება

თორმეტი წლის ვიკა კონსტანტინოვა ერთ-ერთია რვა მარიუპოლელი ბავშვიდან, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ. ის ამბობს, რომ მოსკოვური შთაბეჭდილებები საოცარია, რომელთა სიტყვით გადმოცემაც ძნელია.
„დიდი ხანია ვოცნებობდი წითელი მოედანის ნახვაზე. მანამდე მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი. არ ველოდი, რომ ასეთი ლამაზი და ასე ხალხმრავალი იქნებოდა“, — ამბობს გოგონა.
ვიკას მოსკოვური ექსკურსიაზე დედა ახლავს. ისინი რუსეთში მარიუპოლიდან რამდენიმე კვირის წინ ჩავიდნენ და პოდმოსკოვიეეში მდებარე სანატორიუმში დასახლდნენ.
„ძალიან გვიხარია, რომ მარიუპოლიდან ომს გამოვექეცით. რუსეთში ძალიან კარგად შეგვხვდნენ. არაფერი გვაკლია და ძალიან მადლიერები ვართ“, — ამბობს ანა კონსტანტინოვა.

საუკეთესო საჩუქარი წიგნია

კულტურული პროგრამის კულმინაცია იყო წიგნის ფესტივალი წითელ მოედანზე. ბავშვებს ცნობილი რუსი მწერალი ოლეგ როი ესაუბრა და მის ნამუშევრებზე გადაღებული მულტფილმი აჩვენა.
ბავშვებსდა მათ მშობლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ბიისულთან ხამზაევმაც.
„ძალიანსიმბოლურია, რომ ეს შეხვედრა მოსკოვის წითელ მოედანზე იმართება, ქვეყნის გულში. რუსეთი ყოველთვის იცავდა და ეხმარებოდა მათ, ვისაც მისი დახმარება სჭირდება“, —განაცხადა დეპუტატმა.
ღონისძიებისდასასრულს კი მწერალმა ოლეგ როიმ კიდევ ერთხელ მიულოცა ბავშვებს დღესასწაული და ტკბილი საჩუქრები და, რა თქმა უნდა, წიგნები გადასცა მათ.