ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეექვსე ევროპის ჩემპიონატი მოიგო

ზურგთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ქართველმა ძალოსანმა უახლოეს მეტოქეს 11 კილოგრამით აჯობა
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი კონტინენტური პირველობა მოიგო, ამჯერად ტირანაში.
ტრავმის მიუხედავად - ქართველ ძალოსანს ზურგის პრობლემები აწუხებს - ქართველმა ძალოსანმა ორი მცირე ოქროს მედალი მოიპოვა: აკვრა - 217 კგ, ატაცი - 245 კგ.
ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 462 კგ წონა აიღო და უახლოეს მეტოქეს, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსან სომეხ ვარაზდათ ლალაიანს 11 კგ-ით აჯობა.
ბრინჯაო კიდევ ერთმა სომეხმა სპორტსმენმა, გორ მინასიანმა მოიპოვა - 446 კგ.
შედეგად, საქართველოს ნაკრებს ტირანიდან თბილისში ექვსი მედალი მოაქვს - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს კახა ასანიძემ (-73 კგ), შოთა მიშველიძემ (-68 კგ), გიორგი ჩხეიძემ (-100 კგ), ბრინჯაოს - რეზი დავითაძემ (-89 კგ) და ანასტასია გოტფრიდმა (-87 კგ).