თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ერევანში სომხეთისა და საქართველოს გუნდები ვეტერანთა მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩს გამართავენ. ინფორმაციას სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
მატჩი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დაარსებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. თამაში 16 ივნისს, 19:00 საათზე, ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
სომხეთის ნაკრებში ითამაშებენ იურა მოვსისიანი, მარკოს პიზელი, ედგარ მანუჩარიანი, რობერტ არზუმანიანი, კარლენ მკრტჩიანი, გევორკ კასპაროვი, არტურ იედიგარიანი, ლევონ აირაპეტიანი, ვალერი ალექსანიანი, არტურ სარქისოვი, არარატ არაკელიანი, სამველ მელქონიანი, ვაჰაგნ მინასიანი. გუნდის მწვრთნელი რომან ბერეზოვსკი იქნება.
საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გოჩა ჯამარაული, ჯანო ანანიძე, გიორგი დემეტრაძე, ოთარ მარცვალაძე და სხვები. გუნდის მწვრთნელი - დავით მუჯირი, თანაშემწე - მიხეილ ყაველაშვილი.
თამაშის დაწყებამდე და შესვენების დროს დაგეგმილია საკონცერტო პროგრამა.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება მომავალ კვირას, მთელი მოგება კი ქველმოქმედებას მოხმარდება.
წყარო - Sputnik-სომხეთი.