ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...

სიყვარული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა. ამ ზაფხულში მეორე ნახევრის პოვნისა და უკვე არსებული ურთიერთობების გამტკიცების ძალზე პროდუქტიული პერიოდი გველოდება, თუმცა ასტროლოგები რამდენიმე ნიშანს გამოყოფენ, რომლებსაც სხვებზე მეტად გაუმართლებთ.
Sputnik
ყველაზე იღბლიანი ამ ზაფხულში ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან. ესენი არიან:
ვერძი: სასიყვარულო საქმეებში ყველაზე მეტად თქვენ გაგიმართლებთ. ღამის მანათობლები დაგეხმარებიან, რომ ურთიერთობებში უფრო რბილი გახდეთ, ადვილად წახვიდეთ კომპრომისზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი „ფეთქებადი“ ხასიათის ნატურებისთვის, როგორიც თქვენ ხართ. თქვენი ენერგეტიკა ძალზე მიმზიდველი იქნება, განსაკუთრებით ივლისიდან. გწამდეთ, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღება გარანტირებული გაქვთ.
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს>>
კირჩხიბი: ძალზე იღბლიანია ეს ზაფხული კირჩხიბებისთვის, რომლებიც სიყვარულს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. ურთიერთობები საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული გახდება ან სხვა დონეზე გადავა. საერთო ენის გამონახვა მარტივი იქნება არაკეთილმოსურნეებთანაც კი, რომ არაფერი ვთქვათ საყვარელ ადამიანებზე. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან სტერეოტიპული აზროვნებისგან, ნეგატივისა და ეჭვებისგან გათავისუფლებაში
მშვილდოსანი: ამ ზაფხულში სათანადო განწყობით იქნებით. მეორე ნახევრის პოვნაში ან ურთიერთობებში მწვავე პრობლემის გადაჭრაში ინტუიცია დაგეხმარებათ. მეექვსე გრძნობა სასიყვარულო იღბლის სადარაჯოზე იდგება. როგორც კი რამე ისე არ წავა, როგორც საჭიროა, შინაგანი ხმა საფრთხის მოახლოებაზე მიგანიშნებთ. საუკეთესო პერიოდია ურთიერთობებისთვის. იღბალი რომ არ დააფრთხოთ, გათავისუფლდით ამპარტავნების, სიამაყის, შურისა და ეჭვიანობისგან.
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
თხის რქა: დიდი წარმატებები გელოდებათ ადამიანებთან ურთიერთობებში ზოგადად და კერძოდ, ფლირტში. შეძლებთ თავდაჯერებულობის ამაღლებას, რადგან თქვენკენ ბევრის მზერა იქნება მომართული. იმ ადამიანების გულებს, რომლებიც მოგეწონებათ, დაიპყრობთ თქვენი ინტელექტით, ერუდიციით. თუ არსებულ ურთიერთობებში გაზაფხულზე სკანდალები არ მოგკლებიათ, ზაფხულში ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. იდეალური დრო იქნება ბოდიშის მოსახდელად, მათთვიოს საპატიებლად, ვინც რამე გაწყენინათ.