თბილისში ქართული Street Food ფესტივალი იხსნება

ფესტივალი დედაენის ბაღში ყოველ უქმეებზე 19 ივნისის ჩათვლით გაიმართება
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისში 4 ივნისს ქართული „სტრიტ ფუდის“ ფესტივალი (Georgian Street Food Festival) იხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
პირველ ქართული „სტრიტ ფუდის“ ფესტივალზე მთელი ქალაქის პროფესიონალი თუ დამწყები მზარეულები შექმნიან „სტრიტ ფუდის“ კონცეფციის ქართულ კერძებს და ახალ ელფერს შესძენენ საქართველოს მრავალმხრივ გამორჩეულ სამზარეულოს.
Georgian Street Food Festival
„ჩვენი ქალაქის „სთრით ფუდს“ კი თავისი გემო აქვს - თბილისივით მრავალფეროვანი, სხვადასხვა კუთხის არომატებით შეზავებული, ძველ ტრადიციასთან შერეული სიახლით გაცოცხლებული, ზოგან - მჟავე, ზოგან - ცხარე, ზოგან - ტკბილი, ზოგან - გრილი, თუმცა ყოველთვის უნიკალური“, - წერენ ორგანიზატორები.
ღონისძიების სტუმრები დააგემოვნებენ მრავალფეროვან ქართულ კერძებს და წასახემსებს. ფესტივალი დედაენის ბაღში ყოველ უქმეებზე 19 ივნისის ჩათვლით 14:00 საათიდან 23:00 საათამდე ჩატარდება.
„სტრიტ ფუდის“ ფესტივალი თბილისის მერიის და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით მეოთხე წელია იმართება.