მსოფლიო დღეს

სომხეთის დედაქალაქში შეტაკებების შედეგად 60 ადამიანი დაშავდა

პარასკევს ერევანში, დემირჩიანისა და პრშიანის ქუჩების კვეთაზე, ოპოზიციის მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. პარასკევს ერევანში საპროტესტო აქციებისა და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შემდეგ სამედიცინო დახმარებას 60-მა ადამიანმა მიმართა, აქედან 39 პოლიციელია. ამ დროისთვის 50 უკვე გაწერილია, იუწყება Sputnik-სომხეთი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
3 ივნისს ერევანში, დემირჩიანისა და პრშიანის ქუჩების კვეთაზე, ოპოზიციის მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ათობით დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა მოინახულა.
მოძრაობა „წინააღმდეგობა“ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ერევანში ერთ თვეზე მეტია მართავს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკა არცახის და სომხეთის სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიიყვანს.
წყარო - Sputnik-სომხეთი