„თელასი" მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 4 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ზანდუკელის, ერისთავ-ხოშტარიას, ბელინსკის, ბარნოვის, გოგებაშვილის, კერესელიძის და თ. ჩირგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.