ყვითელი ამბები

„დღეიდან ამ შრამით აბამ გოგოებს ხო?“ - ასე გამოიყურება გიორგი გილიგაშვილი ოპერაციის შემდეგ

Sputnik
მსახიობი შორენა ბეგაშვილი სპორტდარბაზში გადაღებულ გიორგი გილიგაშვილის ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეოში შორენა გიორგის შრამს გვაჩვენებს, რომელიც მას ოპერაციის შემდეგ დარჩა.
მსახიობმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე აღმოაჩნდა, ოპერაცია რამდენიმე დღის წინ თურქეთში გაიკეთა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მან რადიაციული იოდით მკურნალობა უნდა დაიწყოს.
როგორც მასმედიასთან ინტერვიუებში გიორგის და ამბობდა, მისმა ძმამ ყველაზე რთული ეტაპი უკვე გაიარა და ის დარწმუნებულია, რომ სიმსივნეს საბოლოოდ დაამარცხებს.