ყვითელი ამბები

მილიონერ თოშა ქებურიას უსიმპათიურესი ძმა ჰყავს - ქეთი ჟღენტი ფოტოს აქვეყნებს

მილიონერ ბუბა ქებურიას უმცროსი ვაჟი გაიზარდა და უფროს ძმას ძალიან დაემსგავსა. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ქებურიების რძალი ქეთი ჟღენტი.
Sputnik
მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში გიორგი ქებურიას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის აეროპორტშია გადაღებული. უმცროსი ქებურია 22 წლისაა და ვიზუალურად ძალიან დაემსგავსა ძმას – თოშა ქებურიას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ძმებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
ბიზნესმენ ბუბა ქებურიას ორი ვაჟის გარდა გოგონა – ლიკა, იგივე რია ქებურია ჰყავს, რომელიც ცნობილი დიზაინერია. ბუბა ქებურიას სამ ქვეყანაში – საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები აქვს. ოფიციალური მილიონერია, ამასთან დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის. მისი მონაწილეობით ქართველებისთვის პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა.
ყვითელი პრესისთვის ყველაზე პოპულარული ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას წყვილია. მათ სამი შვილი ჰყავთ. წყვილმა ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და, ისინი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­დნენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.