ხუთი მედალი: თბილისის ტურნირის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებით დასრულდა

Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისში დიდი სლემის ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს, მათ ხუთი მედალი მოიპოვეს.
60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი.
ნოზაძემ დამატებითი დროის მეოთხე წუთზე მოწინააღმდეგეს სძლია და ზედიზედ მეორედ გახდა თბილისის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი.
გიორგი თუთაშვილმა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ტრავმის გამო ფინალში მონაწილეობა ვერ მიიღო. ვაჟა მარგველაშვილმა ამავე წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.
ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარია ბიოდიდი დაამარცხა.