ყვითელი ამბები

„დარეკეს გარდაიცვალაო. ვერ მივაგენი, თორემ შეიძლება მომეკლა...“ - მერაბ სეფაშვილი

Sputnik
მომღერალი მერაბ სეფაშვილი მასზე გავრცელებულ ჭორებზე გადაცემა „სთორიში“ საუბრობს და იხსენებს იმ ცრუ ინფორმაციას, რომელმაც ყველაზე მეტად გააღიზიანა.
მომღერლის თქმით, ჭორი ყოფილა ბევრ რამესთან დაკავშირებული, მაგრამ ყველაზე მეტად ერთმა ჭორმა გააღიზიანა.

„ქუთაისში ვართ, სტადიონზე გვაქვს კონცერტი, რეკავენ ჩემთან სახლში, ავარია მოხდა და ჩემი თვალით ვნახე, გარდაიცვალაო. წარმოიდგინე რა დაემართებოდათ. გამაგიჟა, ვერ მივაგენი, თორემ შეიძლება მართლა მომეკლა. ეს მახსოვს გველის ნაკბენივით, ამის დავიწყება მიჭირს“, – გაიხსენა მომღერალმა.