ესპანური გამოცემა El Periodico-ს ცნობით, შაკირა და ჟერარ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა. ტაბლოიდების ცნობით, წყვილი უკვე რამდენიმე კვირაა ერთად აღარ ცხოვრობს.
პიკე ღამის კლუბებში არაერთხელ გადაიღეს მეგობართან და კოლეგასთან რიკი პუჩთან ერთად, ისინი დროს ქალბატონების გარემოცვაში ატარებდნენ. თავად წყვილს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
შაკირამ და პიკემ 2010 წელს გაიცნეს ერთმანეთი, 2011 წელს მათი რომანი დადასტურდა. ერთი წლის შემდეგ წყვილს პირველი ვაჟი შეეძინა, სამი წლის შემდეგ მეორე. პიკე შაკირაზე 10 წლით უმცროსია.