ყვითელი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილის „ნამღერმა“ სოციალური ქსელების მომხმარებლები გააოცა - ვიდეო

ცნობილმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.
Sputnik
ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მეგობრებთან ერთად სიმღერის იმიტაციას აკეთებს.
ბასილაშვილი ისე აყოლებს სიმღერის ჩანაწერს პირს, თითქოს თავად მღერის და ამას ისე დამაჯერებლად აკეთებს, ერთი შეხედვით გეგონებათ, რომ ნამდვილად სპორტსმენი მღერის.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ნამდვილად აქვს ტალანტი და გაუგებარია რატომ მალავდა ამ ნიჭს.