ცნობილმა მსახიობმა ჯიმ კერიმ „ტვიტერზე“ წყალტუბოს ძველი სანატორიუმის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ფოტოგრაფ რაიან კუპმანსის ეს ფოტო NFT-ს სახით შეიძინა.
„მადლობა რაიან კუპმანსს ბუნების დახვეწილი და დაუნდობელი განახლების ასე აღბეჭდვისათვის. ამასთანავე, ჩემი პირველი NFT“, – დაწერა მსახიობმა.