ისანში მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების 15 ჯგუფი.
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში მდებარე მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე დღეს, დღისით გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის ჩაქრობა ძლიერი კვამლის გამო გართულდა – იწვოდა მეორადი საბურავები.
ხანძარი ისნის ბაზრობაზე
ადგილზე მომუშავე მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ღია სივრცეში არსებულ მეორად საბურავებზე და ნარჩენებზე. არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე სასაწყობო ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც,
უწყების ცნობით, ამ დროისათვის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება.
წყარო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური