კიევის რეჟიმისთვის ამერიკული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდება არ შეცვლის რუსეთის სპეცოპერაციის მიმდინარეობას. HIMARS-ის სისტემები უკრაინის ტერიტორიაზე პირდაპირი სამხედრო ესკალაციით ემუქრება ევროპის შუამავალ ქვეყნებს და უშუალოდ შეერთებულ შტატებს.
თეთრმა სახლმა დღეს დაადასტურა, რომ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა HIMARS-ს მიაწვდის. განიხილება ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების მიწოდების საკითხიც, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ვაშინგტონის კურსი ევროპაში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციისკენ აშკარაა.
შუამავლად გამოვა რუმინეთი, რომელმაც შეერთებული შტატებისგან მანამდე HIMARS-ის 54 ერთეული გამშვები დანადგარი M142 შეიძინა. პოლონეთმა შესაძლოა კიევს 20 HIMARS-ი გადასცეს.
ივნისისთვის დაპირებული სამხედრო დახმარების ამერიკული პაკეტი ფულად ერთეულებში უკეთ გამოიყურება, ვიდრე საბრძოლო ერთეულებში, რადგან 700 მილიონი დოლარი − ეს მხოლოდ 30 HIMARS-ის ეკვივალენტია, რომელზეც ასეთ იმედებს ამყარებს კიევი.
ამასთან „პაკეტში“ შედის რადიოლოკაციური საშუალებები, ვერტმფრენები, ავტომობილები და Javelin-ის კომპლექსები. თუ ათობით HIMARS-ი რუმინეთიდან „აღმოსავლეთ ფრონტამდე“ (400 კმ) მიაღწევს, ძალთა ბალანსი მაინც არ შეიცვლება, აქ მთავარია პოლიტიკური უგუნურება და პრეცედენტი: ამერიკული სისტემა HIMARS-ები უკრაინაში მსოფლიოს ერთი ნაბიჯით აახლოვებს აპოკალიფსთან.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის განცხადება – „ჩვენ არ ვეძებთ ომს ნატო-რუსეთს შორის“ სრულებით მოწყვეტილია რეალობას. ბირთვულ ზესახელმწიფოზე კიევის მხრიდან დარტყმის მცდელობაში ვაშინგტონი დიდ რისკზე მიდის − ნატოს ევროპული ქვეყნები და თავად ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია რუსეთის ანგარიშსწორების წინაშე დგებიან.
უკრაინაში HIMARS-ის განლაგება რუსეთის სიღრმეში ობიექტებისა და ქალაქების გასანადგურებლად გლობალური კონფლიქტის განვითარებას გამოიწვევს ყველა ტიპის იარაღის გამოყენებით. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არამედ მოსკოვი იძულებული იქნება, გააფართოვოს დემილიტარიზაციის გეოგრაფიული ფარგლები − რუსული რაკეტები გაფრინდება პოლონეთის, რუმინეთის, გერმანიის, აშშ-ის და აგრესიული ბლოკის სხვა ქვეყნებისკენ.
მაისის ბოლოს უკრაინის „აღმოსავლეთის ფრონტის“ ფაქტობრივმა ნგრევამ აიძულა აშშ, მიეწოდებინა უკრაინისთვის M142 HIMARS, რომელიც უკრაინაში ბევრის მიერ სასწაულებრივ იარაღად აღიქმება; იარაღად, რომელსაც ისტორიის შეცვლა შეუძლია.
მაგრამ ამერიკული წარმოების მოდულური სისტემა, რომელთა რეაქტიული ჭურვების მოქმედების რადიუსი 80 კმ-მდეა, ხოლო მართვადი რაკეტებისა − 300 კმ-მდე, მხოლოდ რაღაც შუალედურია რუსულ „სმერჩსა“ (დიაპაზონი 120 კმ-მდე) და „ისკანდერს“ (500 კმ-მდე) შორის. ერაყსა და ავღანეთში HIMARS-ის საბრძოლო გამოყენების ისტორიაში არაფერია გმირული. იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერია გააძლიერონ, ამერიკელებმა კიევს თავიანთი ყველა HIMARS-ი უნდა გადასცენ, ასევე ევროპელი „მოხალისეებიც“ უნდა მოიზიდონ ნატოდან. და ეს სულ სხვა თანხებია.
იმის პარალელურად, რომ უკრაინის თავდაცვის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს, 24 თებერვლიდან კიევმა 4,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება მიიღო შეერთებულიშტატებისგან. დონბასში უკრაინის ფრონტის ჩამოშლამ დაამტკიცა, რომ უკრაინის სამხედრო ბიუჯეტის გაორმაგება არ იძლევა გამარჯვების გარანტიას.
უკრაინულმა „ფაბლიქმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი დათანხმდა თეთრ სახლს რუმინეთიდან ამერიკული HIMARS-ის პირველი პარტია მიეღო.
რჩება მხოლოდ მათი ფარულად გადასროლა უკრაინაში, რაც დიდი პრობლემაა. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ, მაღალი სიზუსტის საჰაერო ხომალდებმა, ოპერატიულ-ტაქტიკურმა, არმიულმა და უპილოტო ავიაციამ 133 სამეთაურო პუნქტი და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 713 ზონა „დაფქვა“. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს საარტილერიო ბატარეების 169 საცეცხლე პოზიცია, ასევე 9 ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 13 ავტომობილი და საბრძოლო მასალის ორი საცავი. ასეთი ტემპით ნადგურდება კიევის რეჟიმის სამხედრო რესურსები (ნატოს დახმარება) თითქმის ასი დღე-ღამის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 155 მმ კალიბრის 108 ჰაუბიცა, რომლებიც საერთოდ არ ანაზღაურებენ საარტილერიო დანაკარგებს, ეს მხოლოდ ანელებს „უკრაინული პროექტის“ კატასტროფას.
უკრაინაში რუსული სპეცოპერაციის სამი თვის განმავლობაში ათობით მილიარდი დოლარის დასავლური იარაღი „დაიფქვა“. ამიტომაც არ უნდა გაზვიადდეს კიევისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტის მნიშვნელობა. ბევრად უფრო საშიშია ვაშინგტონის სამხედრო-პოლიტიკური უგუნურება, რომელიც დაჟინებით უბიძგებს ევროპას მესამე მსოფლიო ომისკენ.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე