ყვითელი ამბები

ჯონი დეპმა ემბერ ჰერდს დავა მოუგო - ემბერმა ჯონს 15 მილიონი უნდა გადაუხადოს

ემბერ ჰერდი ჯონი დეპს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებდა, აცხადებდა, რომ მას მეუღლე სცემდა.
Sputnik
მსახიობმა ჯონი დეპმა ყოფილი ცოლის ემბერ ჰერდის წინააღმდეგ ძალადობის შესახებ ცილისწამების საქმე მოიგო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაამტკიცა ჯონი დეპის პოზიცია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა ემბერ ჰერდმა შეთხზა ბრალდებები დეპის მხრიდან ძალადობის შესახებ ქორწინებამდე და ხანმოკლე ქორწინების პერიოდში.
ყვითელი ამბები
„ჯონი დეპს არასდროს უკრავს ხელი ჩემთვის და არც დაურტყამს...“ - კეიტ მოსი
სასამართლომ ემბერ ჰერდს ჯონი დეპისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ნაფიცმა მსაჯულებმა საქმე ნაწილობრივ ემბერ ჰერდის სასარგებლოდაც გადაწყვიტეს და დაადგინეს, რომ ჯონი დეპის ადვოკატმა მას ცილი დასწამა, როცა განაცხადა, რომ ძალადობის შესახებ ჰერდის ბრალდებები „ოინი“ იყო.
დეპმა ბრალდებები სასამართლოზე რამდენჯერმე უარყო და განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.