ყვითელი ამბები

75 წლის ელტონ ჯონი ეტლით გადაადგილდება - ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიცვა

Sputnik
ლეგენდარული მუსიკოსი ელტონ ჯონი ტურნეს Farewell Yellow Brick Road Tour მართავდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შესვენების აღება გადაწყვიტა.
სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-სივრცე ახალმა ფოტოებმა მოიცვა. 75 წლის ელტონ ჯონი შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდება. ვარსკვლავს „გუჩის“ ორეული აცვია.
რაც შეეხება ტურნეს, მისი გაგრძელება მიმდინარე თვეში იგეგმება. ამას გარდა, 4 ივნისს დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედის გამეფებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი, სადაც ელტონ ჯონი ჰედლაინერი უნდა იყოს. მოახერხებს თუ არა მუსიკოსი კონცერტზე გამოსვლას, ჯერჯერობით უცნობია.